მთავარი საქართველოდიდი ათი “ბათუმი” საქართველოს ჩემპიონია!

“ბათუმი” საქართველოს ჩემპიონია!

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დიდი 10-ის ფინალი  “ბათუმის” გამარჯვებით დასრულდა.

ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში გამართულ ორთაბრძოლაში ადგილობრივმა “ბათუმმა”  რუსთავის “ხარები”  დამაჯერებლად 36:11 დაამარცხა.

ფინალურ დაპირისპირებაში ანგარიში ჯარიმიდან  “ხარების”  ჰავბეკმა კობა ბუჯიაშვილმა გახსნა 0-3. 

მე-8 წუთზე წონასწორობა აჭარლების ფულბეკმა მამუკა ნინიძემ აღადგინა 3-3.

მამუკა ნინიძე ერთმანეთის მიყოლებით კიდევ 3 ჯარიმა გაიტანა და ბათუმელები წინ 12-3 გაიყვანა.

27-ე წუთზე ჯარიმა უკვე ქვემო ქართლელთა სასარგებლოდ დაინიშნა.  კობა ბუჯიაშვილმა ბურთი ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა 12-6.

29-ე წუთზე “ბათუმმა” მატჩში პირველი ლელო დადო.  რუსთაველების ჩათვლის მოედანში ბურთი ანზორ სიჭინავამ შეიტანა.   გარდასახვისას მამუკა ნინიძემ მიზანს უწია.

ტაიმი “ბათუმმა” 19-6  მოიგო.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანეს.

44-ე წუთზე აჭარლებმა რიგით მეორე ლელო გაიტანეს.  თავი გუნდის ბურჯმა ზურა ერისთავმა გამოიჩინა.  გარდასახვა ამჯერად მამუკა ნინიძემ ვერ გამოიყენა 24-6.

62-ე წუთამდე დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.   ამ დროისთვის კი “ხარებმა” ე.წ პრესტიჟის ლელო დადეს და ბრძოლას ინტრიგა შეუნარჩუნეს.  ლელოს ავტორი ლექსო მელიქიშვილი გახდა 24-11. 

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი ბათუმელებმა მორიგი ლელო დადეს და თამაშიც ფაქტობრივად მოიგეს.  ლელო შეცვლაზე შემოსულმა ნიკა ნინიძემ გაიტანა.  მისმა მოგვარემ მამუკა ნინიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა 31-11.

მატჩის მიწურულს ანზორ სიჭინავამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 36-11 დააფიქსირა.

“ბათუმი” ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა.  აქამდე აჭარლები “დათვების” სახელით 1999 და 2002 წელს გაჩემპიონდნენ.

ბათუმი, “ბათუმი, არენა”

“ბათუმი” 36:11  “ხარები” (რუსთავი)

“ბათუმი”: 15. მამუკა ნინიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. სანდრო თოდუა, 12. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ.), 11. გიორგი გოგიტიძე, 10. ლასა ხმალაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი;

1.ზურა ერისთავი, 2. ზურაბ მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. ვანო ფუტკარაძე.

მარქაფა
23. ლადო მიმინოშვილი, 22. ნიკა ნინიძე, 21. ზურა თუთბერიძე;
16. გიორგი თედორაძე, 17. შოთა გოგისვანიძე, 18. მიხეილ წიკლაური, 19. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 20. ჯონდი კორტავა
4 ლელო: სიჭინავა (2), ერისთავი, ნ.ნინიძე
2 გარდასახვა: მ.ნინიძე (2)
4 ჯარიმა: მ.ნინიძე (4)

“ხარები”: 15. თორნიკე თეგეთაშვილი, 14. ლევან ნარიმანიძე, 13. გურამ ქანდაურიშვილი, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. ლექსო მელიქიშვილი, 10. გიორგი ბასილაია (კაპ), 9. კობა ბუჯიაშვილი;

1. ირაკლი ჩომახაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. გიორგი გოგოლაძე, 4. ბიძინა ჯიმშიტაშვილი, 5. თორნიკე აქუბარდია, 6. ერეკლე მაჭარაშვილი, 7. ლაშა გოგიაშვილი, 8. გიგა ქვლივიძე

მარქაფა
23. ნიკოლოზ ბერძული, 22. ბექა ბებიაშვილი, 21. დათო თაბუკაშვილი;
16. ნიკა კევლიშვილი, 17. ნიკა ციუხიშვილი, 19, გიორგი ხაბაშვილი, 20. ზვიად ციცქიშვილი
ლელო: მელიქიშვილი
2 ჯარიმა: ბუჯიაშვილი (2)

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი