მთავარი მთავარი VIDEO: სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემია იხსნება

VIDEO: სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემია იხსნება

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება.

აკადემია 6.5 ჰექტარ ფართობზე განლაგდება, სადაც როგორც ბუნებრივსაფარიანი, ისე ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.

მოედნებზე თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები დამონტაჟდება.

აკადემიაში სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები აშენდება.

სოფელ რუხში, აკადემიის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები იმყოფებოდნენ.

ლევან კობიაშვილმა, სოფელ რუხის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია გააცნო.

რუხში აკადემიის მშენებლობა 2020 დასრულდება.

დღეს, აკადემიის გახსნის ადგილზე სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა.

აღნიშნული პროექტს სრულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს.

ვიდეო:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=408805843184324&id=125389414198951

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი