მთავარი მსოფლიოგერმანია მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონია

მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 2018-19 წლის სეზონი მიუნხენის “ბაიერნის” ტრიუმფით დასრულდა.

ბავარიელებმა ბოლო ტურის შეხვედრაში “ალიანს არენაზე” ფრანკფურტის “აინტრახტი” 5-1 გაანადგურეს და ისტორიაში გერმანიის ჩემპიონის ტიტული ოცდამეცხრედ მოიპოვეს.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში “ბაიერნმა” პირველი  ტაიმი ფრანგი კინსლი კომანის მე-4 წუთზე გატანილი გოლით 1-0 მოიგო.

50-ე წუთზე ფრანგმა სებასტიან ჰალერმა წონასწორობა აღადგინა.

დარჩენილ დროში კი “რეკორდმეოისტერმა” კიდევ 4 გოლი გაიტანა.  გოლების ავტორები ავსტრიელი დავიდ ალაბა, ბრაზილიელი რენატო სანჩესი, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები ფრანგი ფრენკ რიბერი და ჰოლანდიელი არიენ რობენი გახდნენ.

მიუნხენის “ბაიერნმა” გერმანიის ბუნდესლიგა 78 ქულით უმაღლეს საფეხურზე დაასრულა.  ბავარიელებმა 24 მატჩი მოიგეს.   4 შეხვედრა დასთმეს.  6  ორთაბრძოლაში კი  ფრე დაფიქსირდა.

ბუნდესლიგაში მე-2 პოზიციაზე 76 ქულით დორტმუნდის “ბორუსია” გავიდა.   “ბაიერნისა” და “დორტმუნდის” გარდა ჩემპიონთა ლიგის საგზური “ლაიპციგმა” და ლევერკუზენის “ბაიერმა” მოიპოვეს.

“ფარმაცევტებმა” ბუნდესლიგის ბოლო ტურში გასვლაზე ბერლინში, “ჰერტა” 5-1 გაანადგურეს.

გერმანიას მომავალ ევროპა ლიგაზე “მიუხენგლადბახი”, “ვოლფსბურგი”და “აინტრახტი” წარადგენენ.

ბუნდესლიგიდან ქვედა ლიგაში დაქვეითება “შტუტგარტს”, “ნიურნბერს” და “ჰანოვერს” მოუწიათ.

მეორე ბუნდესლიგიდან უმაღლეს ლიგაში “კიოლნი” და “პადერბორნი” აღზევდნენ. მესამე წარმატებული გუნდის ვინაობა ხვალ, გაირკვევა.

“დიუსელდორფი”  2:1  “ჰანოვერი”
56′ ჰენინგსი (1-0), 61′ კარამანი (2-0), 78′ მიულერი (2-1)

“ვერდერი” 2:1  “ლაიპციგი”
35′ რაშიკა (1-0), 86′ მუკიელე (1-1), 88′ პიზარო (2-1)
54-ე წუთზე ბრუმამ პენალტი გააფუჭა. (“ლაიპციგი”)

“ვოლფსბურგი” 8:1 “აუგსბურგი”
21′ 37 ვეგჰორსტი (1-0, 2-0), 41′ კნონე (3-0),  55′ ვეგჰორსტი (4-0),  57′ გინჩეკი (5-0),  60′ რეხბეკაი (6-0), 81′
შიბერი (6-1), 85′ ბრეკალო (7-1), 
89′ დანსო ა.გ.  (8-1)

“მაინცი” 4:2 “ჰოფენჰაიმი”
12′ ბელფოდილი (0-1), 34’კრამარიჩი (0-2),  65′  ბროსინსკი  პენ. (1-2), 84′ 90′  ბეტიუ  (2-2, 3-2),  90+3′  მატეტა 
გაძევება: 41′ ბაუმგარტნერი (“ჰოფენჰაიმი”)

“მიუნხენგლადბახი” 0:2  “დორტმუნდი”
45′ სანჩო (0-1), 54′ როისი (0-2),

“ბაიერნი” 5:1 “აინტრახტი”
4′ კომანი (1-0), 50′ ჰალერი (1-1), 53′ ალაბა (2-1),  58′  რენატო სანჩესი (3-1),  72′ რიბერი (4-1), 78′ რობენი (5-1)

“ფრაიბურგი” 5:1 “ნიურნბერგი”
7′ ტერაცინიო (1-0), 34′ ვალდშმიდტი (2-0), 54′ 57′  პეტერსენი (3-0, 4-0), 61′  გრიფო  (5-0),  70′ ლოვენი (5-1)

“შალკე” 0:0 “შტუტგარტი”

“ჰერტა” 1:4 “ლევერკუზენი”
28′ ჰავერცი (0-1), 34′ ლაზარო (1-1), 38′ ალარიო (1-2), 54′  ბრანდტი (1-3), 72′ 88′  ალარიო (1-4, 1-5)

მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეექსვსედ გახდა.  ჯამში კი ბავარიელებს გერმანიის საუკეთესო გუნდის სტატუსი 29-ჯერ აქვს მოპოვებული.

ბუნდესლიგის საბოლოო სატურნირო ცხრილი

1. მიუნხენის ბაიერნი 34 24 6 4 88:32 78
2. დორტმუნდი 34 23 7 4 81:44 76
3. ლაიპციგი 33 19 9 5 62:27 66
4. ლევერკუზენი 34 18 4 12 69:52 58
5. მიუნხენგლადბახი 34 16 7 11 55:42 55
6. ვოლფსბურგი 34 16 7 11 62:50 55
7. აინტრახტი 34 15 9 10 60:48 54
8. ჰოფენჰაიმი 34 13 12 9 70:52 51
9. ვერდერი 33 13 11 9 56:48 50
10. დიუსელდორფი 34 13 5 16 49:65 44
11. ჰერტა 34 11 10 13 49:57 43
12. მაინცი 34 12 7 15 46:57 43
13. ფრაიბურგი 34 8 12 14 46:61 36
14. შალკე 34 8 9 17 37:55 33
15. აუგსბურგი 34 8 8 18 51:71 32
16. შტუტგარტი 34 7 7 20 32:70 28
17. ჰანოვერი 34 5 6 23 31:71 21
18. ნიურნბერგი 34 3 10 21 26:68 19
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი