მთავარი მსოფლიოიტალია რაფაელ ნადალი რომის მასტერსის ფინალშია და ტურნირის ჩემპიონობას მეცხრედ შეეცდება

რაფაელ ნადალი რომის მასტერსის ფინალშია და ტურნირის ჩემპიონობას მეცხრედ შეეცდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას მოქმედი ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი აგრძელებს.

ნადალმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თამაშის უფლება მოიპოვა და ჩემპიონის თასის აღმართვას მეცხრედ შეეცდება.

1/ 2  ფინალში ყველა დროის ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. ფინალში გასასველი დაპირისპირება 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა 6-3, 6-4 მოიგო.

რაფაელ ნადალმა ფინალამდე ტურნრიდან ფრანგი  ჟერემი შარდი,  ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და თანამემამულე ფერნანდო ვერდასკო გამოთიშა. აღსანიშნავია, რომ ესპანელ ჩოგბურთელს არცერთი სეტი არ წაუგია.

რომის მასტერსის ფინალში ნადალის მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

მეორე 1/2 ფინალური დაპირისპირება მსოფლიოს საკეთესო ჩოგბურთელ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და არგენტინელ დიეგო შვარცმანს შორის სტარტს 22:00 საათზე აიღებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი