მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტიმ” ოქროს დუბლი შეასრულა

“მანჩესტერ სიტიმ” ოქროს დუბლი შეასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

ბრიტანეთის  დედაქალაქ ლონდონში ლეგენდარულ “უემბლის” სტადიონზე   ინგლისის თასის ფინალში ერთმანეთს “მანჩესტერ სიტი” და “უოტფორდი” დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა არ შედგა.  “ქალაქელებმა” მეტოქე 6-0 გაანადგურეს.

გადამწყვეტი ორთაბრძოლის 26-ე წუთზე  მანჩესტერელები რაჰემ სტერლინგის პასით ესპანელმა დავიდ სილვამ დაააწინაურა.

38-ე წუთზე კი თავად სტერლინგმა იხეირა.  ინგლისელმა ფორვარდმა ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსის პასი შეირგო.

მეორე ტაიმში მანჩესტერ სიტიმ”  მეტოქეს კიდევ 4 გოლი გაუტანა.

61-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა.  სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელის პასით ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა “უოტფორდის” კარში მე-3 გოლი გაიტანა.

68-ე წუთზე როლები შეიცვალა.  ამჯერად ასისტენტის როლში კევინ დე ბრუინი მოგვევლინა. ბენელუქსელის გადაცემით გაბრიელ ჟესუსმა “სიტის” უპირატესობა 4-ბურთიანი გახადა.

შეხვედრის ბოლო 9 წუთში რაჰემ სტერლინგის ბენეფისი მოეწყო.  ინგლისელმა ფორვარდმა 81-ე და 87-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.

საბოლოოდ “მანჩესტერ სიტიმ” 6-0 მოიგო და ინგლისის თასს ისტორიაში მეექსვედ დაეუფლა.

წლევანდელ სეზონში მანჩესტერულმა კლუბმა ინგლისის ჩემპიონობაც მოიპოვა და ოქროს დუბლი შეასრულა.

ინგლისის თასის ფინალი

ლონდონი, “უემბლი”

“მანჩესტერ სიტი” 6:0 “უოტფორდი”
26′ დ. სილვა (1-0), 38′ სტერლინგი (2-0), 61′ დე ბრუინი (3-0), 68′ გაბრიელ ჟესუსი (4-0), 81′ 87′ სტერლინგიო (5-0, 6-0)

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი