მთავარი მსოფლიოიტალია კაროლინა პლიშკოვა იოანა კონტას წინააღმდეგ – რომის მასტერსზე ფინალისტები გამოვლინდნენ

კაროლინა პლიშკოვა იოანა კონტას წინააღმდეგ – რომის მასტერსზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ.

მასტერის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს WTA-ს რეიტინგის 42-ე ჩოგანი დიდი ბრიტანეთს წარმომადგენელი იოავა კონტა  და ჩეხი კაროლინა პლიშკოვა დაუპირისპირდებიან.

პლიშკოვამ 1/2 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი მარია საკარი საათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ 6-4, 6-4 დაამარცხა.

ბრიტანელმა სპორტსმენმა კი ჰოლანდიის სამეფოს მშვენიერი ასულ  WTA-ს რეიტინგის  მე-4  ჩოგან  კიკი ბერტენსს დრამატულ ორთაბრძოლაში მოუგო.    იოავა კონტასა  და ბერტენსის ჯახი 2 საათი და 52 წუთი გაგრძელდა.

საბოლოოდ ბრიტანელმა მეტოქეს 3-სეტში 5-7, 7-5, 6-2 სძლია.

კაროლინა პლიშკოვასა და იოანა კონტას ფინალური ორთაბრძოლა 19 მაისს, შედგება.   რომის მასტერსის გადამწყვეტი შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი