მთავარი მსოფლიოიტალია სუპერვარსკვლავების დაპირისპირება რომის მასტერსის ფინალში – ნოვაკ ჯოკოვიჩი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ

სუპერვარსკვლავების დაპირისპირება რომის მასტერსის ფინალში – ნოვაკ ჯოკოვიჩი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალში დიდი დაპირისპირება გველოდება.

რომის მასტერსის გადამწვეტ ორთაბრძოლაში ერთმანეთს ორი სუპერვარსკვლავი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ესპანელი რაფაელ ნადალი წარსდგებიან.

ჯოკოვიჩს 1/2 ფინალში დიდი ბრძოლა გადახდა. ბალკანელ ჩოგბურთელს არგენტინელი დიეგო შვარცმანის დასამარცხებლად 2 საათი 32 წუთი დასჭირდა.

საბოლოოდ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დრამატულ ორთაბრძოლაში 6-3, 6-7, 6-3 გაიმარჯვა.

რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩს სუპერშეხვედრა 19 მაისს, შედგება.

ტიტანთა ბრძოლა სტარტს თბილისის დროით  18:00 საათზე აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი