მთავარი მსოფლიოიტალია კაროლინა პლიშკოვა რომის მასტერსის ჩემპიონია

კაროლინა პლიშკოვა რომის მასტერსის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში.მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე პირველობა ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ არავის დაუთმო და კარიერაში პირველად ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

WTA-ს რეიტინგის მე-7 ჩოგანმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ იოანა კონტას სძლია.

ფინალური ჯახი საათნახევარი გაგრძელდა.

ჩეხმა ჩოგბურთელმა მეტოქე 2-სეტში 6-3, 6-4 დაამარცხა.

კაროლინა პლიშკოვამ ფინალამდე რომის მასტერის საჩემპიონო მარათონიდან ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი, ამერიკელი სოფიო კენინი, ბელარუსი ვიკტორია აზარენკა და ბერძენი მარია საკარი ჩამოიცილა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი