მთავარი მსოფლიოევროლიგა გოგა ბითაძემ ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავისთვის განკუთნილი ჯილდო მიიღო

გოგა ბითაძემ ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავისთვის განკუთნილი ჯილდო მიიღო

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტული 19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მიიღო.

დაჯილდოვების ცერემონიალზე ბითაძეს პრიზი ლეგენდარულმა სერბმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა გადასცა.

პრესტიჟული პრიზის მიღების შემდეგ
ქართველმა კალათბურთელმა სამადლობელი კომენტარი გააკეთა.

ბითაძე აცხადებს, რომ მისთვის ეს ჯილდო ძალიან ბევრს ნიშნავს.

გოგა ბითაძე: „დიდი მადლობა ამ ჯილდოს გადმოცემისთვის.
მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მიზნის დასახვისა და ამ მიზნის მისაღწევად გაწეული შრომის შემდეგ ოცნებები სრულდება.
საოცარი შეგრძნობა მაქვს.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ევროლიგის ორგანიზატორებს იმისათვის, რომ მომეცა ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა.

მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და კლუბის ხელმძღვანელობას.
ეს პრიზი ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მოთამაშისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა უფრო დიდი მოტივაცია მომეცა. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ევროლიგაზე ვითამაშებდი.

ლეგენდებთან ერთად ასპარეზობა ჩემთვის დიდი პატივია“, – განაცხადა დაჯილდოვების ცერემონიალზე გოგა ბითაძემ.

ევროლიგის ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ძალიან პრესტიჟულად ითვლება.
ამ ჯილდოს მფლობელები სხვასხვა დროს ისეთი ძლიერი კალათბურთელები იყვნენ, როგორიც რიკი რუბიო, ნიკოლა მიროტიჩი, კოსტას პაპანიკოლაუ, დანილო გალინარი, ბოგდან ბოგდანოვიჩი და ლუკა დონჩიჩი არიან.

გოგა ბითაძე წლევანდელ სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

წელს, ქართველი კალათბურთელი მოახლოვებულ NBA-ს დრაფტზე დადგება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი