მთავარი მსოფლიოესპანეთი “ბარსელონას” ტრიუმფი, “რეალის” სირცხვილი – პრიმერა დივიზიონი დასრულდა

“ბარსელონას” ტრიუმფი, “რეალის” სირცხვილი – პრიმერა დივიზიონი დასრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
48 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2018-19 წლის სეზონი დასრულდა.

“ბარსელონამ” განვლილ ჩემპიონატში 87 ქულა დააგროვა და ისტორიაში ჩემპიონის ტიტული ოცდამეექვსედ დაისაკუთრა.
კატალონიელებმა ესპანეთის საუკეთესო გუნდის სტატუსი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

ლა ლიგის მე-2 საფეხურზე მადრიდის “ატლეტიკო” გავიდა. დედაქალაქელები კატალონიურ გრანდმა უკან 11 ქულით ჩამოიტოვა.

მადრიდის “რეალმა” სეზონი სრულად ჩააგდო.
“სამეფო კლუბმა” მისთვის უჩვეულოდ სულ რაღაც 68 ქულა მოაგროვა და მტერ-მეტოქე “ბარსელონას” 29 ქულით ჩამორჩა.

“ბარსელონას”, “ატლეტიკოს” და “რეალის” გარდა ჩემპიონთა ლიგის საგზური დაძაბულ ბრძოლაში “ვალენსიამ” დაისაკუთრა.

ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება “ხეტაფემ” და “სევილიამ” და “ესპანიოლმა” მოიპოვეს.

ლა ლიგას კი “ხირონა”, “უესკა” და “რაიო ვალეკანო” დაემშვიდობნენ.

ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი 36 გოლით “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი გახდა.  მან ასევე 13 საგოლე პასიც მიითვალა.

პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის შედეგები ასეთია:

“ლევანტე” 2:2 “ატლეტიკო” (მადრ.)
6′ კაბაკო (1-0), 36′ როჯერი (2-0), 68′ როდრიგო (2-1), 79′ კამელო (2-2)
გაძევება: 51′ კორეა (“ატლეტიკო”)

“ესპანიოლი” 2:0 “რეალ სოსიედადი”
58′ როსალესი (1-0), 65′ ვუ ლეი (2-0)

“ხეტაფე” 2:2 “ვილიარელი”
13′ პორტილიო (1-0), 44′ იბორა (1-1), 76′ მაქსიმოვიჩი (2-1), 87′ მორენო (2-2)

“სევილია” 2:0 “ბილბაო”
44′ ბენ იადერი (1-0), 90+2′ ელ ჰადადი (2-0)

“ვალიადოლიდი” 0:2 “ვალენსია”
36′ სოლერო (0-1), 52′ როდრიგო (0-2)

“ალავესი” 2:1 “ხირონა”
40′ ვაკასო (1-0), 83′ კალერი (2-0), 86′ პორტუ (2-1)

“სელტა” 2:2 “რაიო ვალეკანო”
29′ ემრბამბა პენ. (0-1), 71′ მედრანი (1-2), 82′ პენ. 90+2′ ასპასი (1-2, 2-2)

“უესკა” 2:1 “ლეგანესი”
39′ მანტოვანი ა.გ. (0-1), 55′ 83′ მანტოვანი (1-1, 2-1)

“რეალი” 0:2 “ბეტისი”
61’ლორენი (0-1), 75′ ხესე (0-2)

“ეიბარი” 2:2 “ბარსელონა”
20′ კუკურელა (1-0), 31′ 32′ მესი (1-1, 1-2), 45′ დე ბლასისი (2-2)

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი