მთავარი მსოფლიოიტალია ტიტანთა ბრძოლაში რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია და რომის მასტერსის ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა

ტიტანთა ბრძოლაში რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია და რომის მასტერსის ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ესპანელი რაფაელ ნადალის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ფინალურ დაპირისპირებაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

სუპერვარსკვლავებს შორის გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოლოდინისამებრ დრამატული აღმოჩნდა.

მაყურებელმა საუკეთესო ჩოგბურთელების ცქერით სიამოვნება ორსაათნახევრის განმავლობაში მიიღო.

დაძაბული 3-სეტიანი ჯახი რომის მასტერსის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 6-0, 4-6, 6-1 მოიგო.

ნადალმა რომის კორტებზე მე-9 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩთან გამარჯვებამდე ნადალმა რომის მასტერსზე ერთმანეთის მიყოლებით ფრანგ ჟერემი შარდის, ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს და ბერძენ სტეფანო ციციპასს სძლია.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი